Aa
Aa

"ნაპოლიმ" ალანი გაიფორმა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა "ნაპოლიმ" "უდინეზეს" 24 წლის ნახევარცმველი ალანი შეიძინა. ამის შესახებ ნეაპოლური გუნდის ვებგვერდი იუწყება. ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ნაპოლიმ" 12 მილიონი ევრო, მიგელ ბრიტოსი და დუვან ძაპატა (იჯარა) გაიღო.

ალანი "უდინეზეში" 2012-2015 წლებში თამაშობდა, ხოლო მანამდე "ვასკო და გამას" რიგებში ირჯებოდა (2009-2012). ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრებში კი მას 5 შეხვედრა აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები