ლუის ენრიკე
Aa
Aa

„თქვენგან მუდამ ნეგატივს ვიღებ“ - ლუის ენრიკე ესპანელ ჟურნალისტს დაუპირისპირდა

პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანელ ჟურნალისტს დაუპირისპირდა.

მედიის წარმომადგენელმა ენრიკეს ჰკითხა, ჩაითვლებოდა თუ არა სეზონი წარმატებულად იმ შემთხვევაშიც, თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდება, ამან კი ესპანელი სპეციალისტის გაღიზიანება გამოიწვია და ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა:

„ეს ძალიან ესპანური შეკითხვაა. თქვენგან მუდამ ნეგატივს ვხედავ. ცხოვრება გრძელდება, მზე ამოვა და როდესაც პარიზში მზეა, ის ყოველთვის მშვენიერია. ჩვენ, სპორტსმენები მოწინააღმდეგეს, თუნდაც ამას არ იმსახურებდეს, ყოველთვის ტაშს ვუკრავთ. თუ ფინალში მეტოქე გავა, მათ მივულოცავთ და ძალიან დამწუხრებულებიც რომ ვიყოთ, სიამაყით ვიტყვი: „დაბრუნდებით და ფინალში გასვლას მომდევნო სეზონშიც ვეცდებით“.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდში გამართული პირველი მატჩი „ბორუსიას“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა კი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფინალის საგზური ერთიანობით უნდა მოვიპოვოთ“ - ტერზიჩი პსჟ-სთან მატჩის წინ
„ფინალის საგზური ერთიანობით უნდა მოვიპოვოთ“ - ტერზიჩი პსჟ-სთან მატჩის წინ