ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ტაბარნერი დაამარცხა - ბასილაშვილი პრაღის ჩელენჯერის ფინალშია

პრაღის ჩელენჯერის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი კარლოს ტაბერნერს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6:4 დაამარცხა. დაპირისპირება 1 საათი და 51 წუთი გაგრძელდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა იდეალურად დაიწყო, მეტოქის ორი ჩაწოდება მოიგო და 3:0 დააფიქსირა, თუმცა შემდეგ ესპანელმა ერთი უკუბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და უმალ ბრეიკი შეასრულა.

იმ დროს, როდესაც ანგარიში ნიკოლოზის სასარგებლოდ 5:2 იყო, ტაბარნერმა კვლავ ბრეიკი შეასრულა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა და ქართველმა სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტის საწყის ორ გეიმში მოთამაშეებმა ბრეიკები გაცვალეს. მსგავსი რამ დაფიქსირდა მეშვიდე და მერვე გეიმში. ანგარიში 4:4 იყო რა დროსაც ბასილაშვილი მეტოქის ჩაწოდება მოიგო, წინ გავიდა და საკუთარ ჩაწოდებაზე ზუსტად ითამაშა. საბოლოოდ 6:4 და მატჩი მოიგო.

პრაღის ჩელენჯერის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ ჯოვანი ფონიოს შეხვდება, რომელიც ATP რეიტინგში 301-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Lopota Tennis Open | ლოპოტა სპა რეზორტმა საერთაშორისო ტურნირს პირველად უმასპინძლა
Lopota Tennis Open | ლოპოტა სპა რეზორტმა საერთაშორისო ტურნირს პირველად უმასპინძლა