ეკო გორგოძე
Aa
Aa

Lopota Tennis Open | ლოპოტა სპა რეზორტმა საერთაშორისო ტურნირს პირველად უმასპინძლა

ლოპოტა სპა რეზორტი ქალთა შორის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს, LOPOTA TENNIS OPEN მასპინძლობს.
ტურნირი Women's 50 კატეგორიისა და ყველაზე მასშტაბურია ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ სხვა საჩოგბურთო ტურნირებს შორის.

ტურნირში პროფესიონალი ჩოგბურთელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილეობენ. LOPOTA TENNIS OPEN-ი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდითა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

თამაშები 2 ტურნირის ფარგლებში ტარდება - პირველის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. მეორე გათამაშება კი 29 აპრილს დაიწყო და 5 მაისს დასრულდება.

პირველი ტურნირის ერთეულთა თანრიგის ფინალში ერთმანეთს ლინა ლუშკო (ისრაელი) და ევიალინა ლასკევიჩი (ბელარუსი) შეხვდნენ, გამარჯვება 19 წლის ევიალინა ლასკევიჩმა მოიპოვა.

წყვილთა თანრიგში საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ეკატერინე გორგოძემ, ინდოელ ანკიტა რაინასთან ერთად, ნახევარფინალში იასპარეზა. თუმცა, 3-სეტიან დაძაბულ თამაშში 1:2 დამარცხდა. წყვილთა თანრიგის გამარჯვებულები გახდნენ ვიქტორია ჰრუნცაკოვა (სლოვაკეთი) და ტერეზა ვალენტოვა (ჩეხეთი).

LOPOTA TENNIS OPEN-ი გენერალური სპონსორების, თიბისი კონცეპტისა და ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას, ასევე ტურნირის სპონსორ პორშე ცენტრი თბილისის მხარდაჭერით ჩატარდა.

ლოპოტა სპა რეზორტმა ჩოგბურთის პროფესიონალური დონის კორტები (4 კორტი) 2022 წლიდან განაახლა და, ტრადიციულად, ყოველ ოქტომბერს ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირს Lopota Cup-ს მართავს. წელს კი პირველად უკვე საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები