რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ისტორიის დასასრული - ნადალმა მადრიდის მასტერსზე უკანასკნელად ითამაშა

მადრიდის მასტერსზე რაფაელ ნადალი ჟირი ლეჰეცკას დაუპირისპირდა და ორ სეტში 5:7 4:6 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება ლეგენდარული ესპანელისთვის მადრიდის მასტერსზე უკანასკნელი იყო. „მატადორი“ მიმდინარე წელს კარიერის დასრულებას გეგმავს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარული ესპანელი მადრიდელ პუბლიკას დაემშვიდობა. ნადალს საკმაოდ ლამაზი გაცილება მოუწყვეს. შეგახსენებთ, რომ რაფამ მადრიდის მასტერსი 5-ჯერ მოიგო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 22 დიდი სლემის მფლობელმა კომენტარი გააკეთა.

ნადალი:

„ვცდილობდი ჩემი ოჯახისთვის არ შემეხედა, რადგან ისინი ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ემოციური დღე იყო, მაგრამ ეს ჩემი უკანასკნელი მატჩი არ გახლავთ. არ ვიცი როდის მექნება ბოლო შეხვედრა, მაგრამ ახლა მომზადებას ვაგრძელებ. მადრიდში ბოლოჯერ ვითამაშე და აქაურობა ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია. არ მინდა ემოციებმა მაჯობოს, რადგან ჯერ კიდევ მსურს გაგრძელება.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები