ლაშა გურული, ესკერხან მადიევი,
Aa
Aa

რუსებმა წაგების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს - ლაშა გურულის განცხადება

სერბეთში გამართული მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის სკანდალით დასრულების შემდეგ, სადაც ლაშა გურულმა (67 კგ) რუს ტარხან იდიგოვთან ბრძოლა არბიტრების არაობიექტური მუშაობის გამო, პროტესტის ნიშნად შეწყვიტა, ქართველმა მოკრივემ Facebook-ის საშუალებით განცხადება გაავრცელა. მან ცალსახად აღნიშნა, რომ მისი პროტესტი ტურნირის ორგანიზატორების მიმართ იყო, რუსები კი მოქრთამვის მცდელობაში დაადანაშაულა.

რას წერს გურული

ბევრი შიდა და გარე პირობების გამო, გადავწყვიტე რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო.

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბრძოლის წინა დღეს მათ შემოგვთავაზეს დიდი თანხა. არ უნდოდათ, რომ რინგზე გავსულიყავი. საკადრისი პასუხი რომ მიიღეს, სიტყვები დატოვეს, რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ.

ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო შორიდან მემუშავა, რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილიყო. შორი დისტანციიდან რუსმა წააგო პირველი რაუნდი და მეც ჩავთვალე, რომ მსაჯებიც უშანსოდ დარჩნენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მას მიანიჭეს 4-1 უპირატესობა.

მეორე რაუნდში სტრატეგია შევცვალე და დარტყმებიც გავცვალეთ, ამიტომაც რაუნდი ქულების მიხედვით ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა მეორე რაუნდიც ვთვლი, რომ ჩემი მოგება იყო, მაგრამ 5-0 მას მიანიჭეს. ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო, რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომიისგან ორგანიზაციის მიმართ.

კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ოლიმპიური თამაშების მერე აუცილებლად ვისაუბრებ. ეს ეხება მსოფლიო კრივს და კრივის მომავალს.

მადლობა ყველას

გურულის მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი კიდევ ერთი ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი გახდა, რომელიც ფინალში მასპინძელი ქვეყნის, სერბეთის წარმომადგენელ იოვან ნიკოლიჩთან ასევე არბიტრების საეჭვო გადაწყვეტილების გამო დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე - ქართველების ორი ვერცხლი და გურულის პროტესტი
სკანდალი მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე - ქართველების ორი ვერცხლი და გურულის პროტესტი