ტომას ტუხელი
Aa
Aa

პეტიცია: უარი რანგნიკს - ბაიერნის ქომაგებს ტუხელის დარჩენა უნდათ

მიუნხენის „ბაიერნის“ ქომაგებმა პეტიცია შექმნეს, რომელსაც ნელ-ნელა ათასობით ხელმოწერა ემატება. „რეკორდმაიტსერის“ გულშემატკივრები ტომას ტუხელის გუნდში დატოვებას ითხოვენ. მათ რალფ რანგნიკის დანიშვნა არ სურთ.

თებერვალში მიუნხენურმა კლუბმა გამოაცხადა, რომ გერმანელი სპეციალისტი თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებდა.

„მოხარული ვარ, რომ ხალხს ჩემი დარჩენა სურს. მაგრამ ჩემთვის ეს არ არის პრიორიტეტი. მომდევნო 11 დღე მხოლოდ ფეხბურთს, ბუნდესლიგას და ჩემპიონთა ლიგას დაეთმობა. სხვა არაფრისთვის დრო არ მაქვს.

არის პეტიცია, მოთხოვნა ბილეთებზე, დისკუსია მწვრთნელზე - არ მინდა ეს საბაბად ან ყურადღების გაფანტვად მივიღო. ჩვენ მთლიანად ორიენტირებულები ვართ - ყოველი დღე მნიშვნელოვანია“,

- თქვა თომას ტუხელმა.

ტუხელი რალფ რანგნიკის „ბაიერნში“ დანიშვნის შესახებ ჭორებსაც გამოეხმაურა.

„მართალი გითხრათ, ეს კითხვა ჰგავს მეზობლის ხმაურს ღამის სამ საათზე (იცინის). ყურსასმენებს ხმაურის თავიდან ასარიდებელ რეჟიმში ჩავრთავ და მას ყურადღებას არ მივაქცევ.

ეს თემა არ დამეხმარება ხვალ და არ დამეხმარება სამშაბათს - და ეს არ არის ჩემი თემა“,

- უპასუხა ტუხელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩავის ფავორიტია“ - ბარსას კვარას მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს
„ჩავის ფავორიტია“ - ბარსას კვარას მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს