გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ კლევერლი
Aa
Aa

„ევროპის ჩემპიონატი ელოდება, მასზე პირადად ვზრუნავთ“ - კლევერლი ჩაკვეტაძეზე

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბი მას უფრთხილდება. საზარდულის ტრავმის გამო თავს იზღვევენ და გიოს „სანდერლენდთან“ არ ათამაშებენ, რადგან გარისკვა არ სურთ.

წინა ტურში ჩაკვემ „ჰალ სიტისთან“ არ ითამაშა და ამჯერადაც, „სანდერლენდთან“ საშინაო შეხვედრაშიც დაისვენებს.

„ყოველთვის მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებთან ასეთი პერსონალური ურთიერთობა მქონდეს და მესმოდეს, თუ რას განიცდიან ისინი თავიანთ ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩაკვეტაძე უქმეებზე მოახლოებულ შეხვედრას გამოტოვებს.

მას საზარდულის პრობლემა აქვს და სანდერლენდთან არ ითამაშებს. ჩაკვეტაძეს ზაფხულში წინ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი ელის, ამიტომ ჩვენ მასზე პირადად ვზრუნავთ“.

- განაცხადა კლევერლიმ „უოტფორდის“ ოფიციალურ ვებ გვერდთან საუბრისას.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ მცირე ტრავმა რამდენჯერმე მიიღო. ამის მიუხედავად, ჩემპიონშიფში 34 მატჩი ჩაატარა, ასოციაციის თასზე - 3, რაც ნიშნავს რომ საერთო ჯამში სტაბილური სეზონი ჰქონდა. კარგ ფიზიკურ ფორმაშია, დაცვითი ფუნქციების შესრულებისას დიდი პროგრესი აქვს, რაც ბოლო სანაკრებო მატჩებშიც გამოჩნდა.

24-გუნდიან ჩემპიონშიფში „უოტფორდი“ 52 ქულით მე-15 ადგილზეა, მოწინავე ექვსეულს 19 ქულით ჩამორჩება და ფლეი-ოფის ზონაში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს, გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩავის ფავორიტია“ - ბარსას კვარას მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს
„ჩავის ფავორიტია“ - ბარსას კვარას მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს