რომან დოლიძე, დანა უაიტი, კრის ვაიდმანი
Aa
Aa

თუ მოინდომებს, ჩემპიონობაც შეუძლია - სტატია რომან დოლიძეზე

2 ივნისს UFC-ის საშუალო წონის ქართველი მებრძოლი ნიუ ჯერსიში ენტონი ერნანდესს შეხვდება, რომელიც წონის რეიტინგში მეთორმეტე ადგილზეა და ქართველს სამი საფეხურით ჩამორჩება. ერთ-ერთ ამერიკულ ვებ-გვერდზე დოლიძის შესახებ საინტერესო და ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც მისი ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად არის გარჩეული.

რა წერია დოლიძეზე

რომან დოლიძემ თავისი აგრესიული სტილითა და ურყევი ხასიათით შერეულ ორთაბრძოლებში ადგილი დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა, თუმცა კრის ვაიდმანთან განცდილმა დაუგეგმავმა მარცხმა მის იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა. ქართველი მებრძოლი, რომელიც უკვე 35 წლისაა, ნებისმიერ დროს თავისუფლად ადაპტირდება სხვადასხვა სტილის ოპონენტების წინააღმდეგ და ხშირ შემთხვევაში დადებით შედეგს აღწევს. სანამ ენტონი ერნანდესთან ბრძოლა ჩაინიშნებოდა, ძალიან ბევრი იწერებოდა იმაზე, რომ ის ვაიდმანთან მატჩ-რევანშს მოითხოვდა, ანაც ბრუნო სილვასთან დაპირისპირებას, რომელიც კარგი საჭიდაო უნარებით გამოირჩევა.

ექსპერტები უკვე ღია საუბრობენ იმ მინუსებზე და სუსტ მხარეებზე, რომლის გაუმჯობესების შემთხვევაშიც დოლიძე შერეულ ორთაბრძოლებში უკეთეს შედეგებს აჩვენებს. დარტყმის სიძლიერით ის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა თავდაცვის დროს მოიკოჭლებს და ეს ტაქტიკური ასპექტი გასაუმჯობესებელი აქვს. UFC-ის საშუალო წონაში მსოფლიო დონის უნიჭიერესი მებრძოლები არიან თავმოყრილნი, თუმცა დოლიძეს სწორი ვარჯიშისა და მუშაობის ხარჯზე ჩემპიონის ტიტულამდე მისვლა შეუძლია.

დინამიური ბრძოლის სტილი, სადაც ძიუდოს, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუსა და სწორი დარტყმების ელემენტებია თავმოყრილი. გარდა ამისა, ის ოქტაგონს მიღმაც ძალიან აქტიური ადამიანია, ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელში და მისნაირი მებრძოლებს დანა უაიტი აფასებს და კარგი შედეგების ჩვენების შემთხვევაში, ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლებს უნიშნავს. ეს ყველაფერი კი რომან დოლიძის მომავალს UFC-ში, საკმაოდ ნათელ ფერებში ხატავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია, როდის და სად იჩხუბებს რომან დოლიძე
ცნობილია, როდის და სად იჩხუბებს რომან დოლიძე