ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

საფრანგეთი ინფანტინოს უპირისპირდება - FFF ალტერნატიული კანდიდატის მოძიებას იწყებს

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია (FFF) ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ჯანი ინფანტინოსთვის ალტერნატიული კანდიდატის მოძიებას იწყებს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ განაცხადა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2027 წლის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს მხარდაჭერას აღარ გამოუცხადებს. ახლა ფრანგები კონკრეტული ალტერნატივის მოძიებაზე გადადიან.

„აღმასკომის წევრებთან ერთად მიგვაჩნია, რომ ჯანი ინფანტინოსადმი ნდობა დაკარგულია. ფეხბურთის მართვის ამჟამინდელი ფორმა ჩვენს ხედვას არ შეესაბამება.

ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ კონსულტაციები უეფასთან, რათა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ლეგიტიმური, სანდო და გამაერთიანებელი პროექტის შექმნაში. როდესაც საჭირო დრო მოვა, შეირჩევა კანდიდატი, რომელიც მომდევნო არჩევნებში ჩვენს ინტერესებს დაიცავს“, – განაცხადა დიალომ, რომლის სიტყვებსაც Foot Mercato ციტირებს.

FFF-ის გეგმის მიხედვით, ორგანიზაცია სპორტული მენეჯმენტის სფეროში მომუშავე ფრანგ და უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციებს გამართავს. მიზანი ალტერნატიული პროგრამის ჩამოყალიბება და იმ კანდიდატის გარშემო თანამოაზრეების გაერთიანებაა, რომელიც 2027 წლის არჩევნებში ინფანტინოს დაუპირისპირდება.

FIFAს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში საფრანგეთის პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია უეფასთან კოორდინაციით მოქმედებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები