გიორგი ლოლაძე, ლუკა ჯავახიშვილი, საბა ქარდავა
Aa
Aa

სამი ოქრო ევროპის თასზე - ქართველი ძიუდოისტების წარმატება

იტალიაში გამართული ევროპის თასის გათამაშება საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩემპიონები 73, 81 და მძიმე წონით კატეგორიებში გიორგი ლოლაძე, ლუკა ჯავახიშვილი და საბა ქარდავა გახდნენ. თომა გელაშვილმა კი, რომელიც 60 კილოგრამში გამოდიოდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქარდავამ ფინალში ჩეხ ძიუდოისტს ტომაშ რაშკას აჯობა, ჯავახიშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ჯალილ შუქუროვზე ძლიერი აღმოჩნდა, გიორგი ლოლაძისა და ფრანგი პიტერ ჟანის დაპირისპირება კი, ქართველის გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება თომა გელაშვილს, მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თანამემამულე ლუკა გადელია დაამარცხა.

ტურნირზე, სადაც 29 ქვეყნის, 464 ძიუდოისტი გამოდიოდა, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი პოზიცია დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ადგილი საერთო გუნდურ ჩათვლაში - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება
პირველი ადგილი საერთო გუნდურ ჩათვლაში - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება