გიორგი გივიაშვილი, ნოდარ კობალაძე
Aa
Aa

პირველი ადგილი საერთო გუნდურ ჩათვლაში - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თასზე ასპარეზობა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რის შედეგადაც ჩვენმა ქვეყანამ საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში მიმდინარეობდა და 32 ქვეყნის 583 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ჩვენი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული წარმატებით 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავეს, სადაც ფინალში ქართველი ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ და გიორგი გივიაშვილმა მერაბ სამადაშვილი დაამარცხა. გივიაშვილის გარდა ევროპის თასის გამარჯვებული ნოდარ კობალაძე (+90 კგ) გახდა. სამადაშვილთან ერთად კი, ვერცხლის მედლებს საბა სონღულაშვილი (81 კგ), საბა ჯიქია (90 კგ) და შოთა ბაჩოშვილი (55 კგ) დაეუფლნენ. მესამე საპრიზო ადგილი ნიკოლოზ გივიშვილმა (50 კგ), ლუკა ქალიაშვილმა (55 კგ), ლუკა დათაშვილმა (60 კგ), ვასილ გამეზარდაშვილმა (66 კგ), გიორგი მუმლაძემ (73 კგ) და გიორგი გელაშვილმა (90 კგ) დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განახლებული რეიტინგი თბილისის გრანდ სლემის შემდეგ - ლიდერი ორი ქართველია
განახლებული რეიტინგი თბილისის გრანდ სლემის შემდეგ - ლიდერი ორი ქართველია