საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

2 მეტრიდან ვერ გაიტანა - ლობჟანიძემ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა

MLS-ში „ატლანტა იუნაიტედი’’ შინ „ცინცინატისთან’’ 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში საბა ლობჟანიძემ ითამაშა, გოლის გატანის ძალიან კარგი შანსიც ჰქონდა, პირველ ტაიმში ახლო მანძილიდან მეკარესთან პირისპირ მყოფმა ვერ შეაგდო. საბა საკლუბო დონეზე ყოველთვის სტაბილურად შედეგიანი იყო და ასეთი გამოუყენებელი მომენტი მის კარიერაში რთული გასახსენებელია. გოლის გატანის შანსი მეორე ტაიმშიც ჰქონდა, თუმცა პირველ მომენტთან შედარებით ნაკლებად რეალური. ამჯერადაც, მეკარე გამოვიდა გამარჯვებული.

მთავარმა მწვრთნელმა გონსალო პინედამ ლობჟანიძე 86-ე წუთზე შეცვალა.

მიმდინარე სეზონში საბამ MLS-ში 8 მატჩი ჩაატარა, ყველა შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო, მის ანგარიშზე 1 გოლია, „ორლანდოს'' შეუგდო და მას შემდეგ ხუთი მატჩია გოლი არ გაუტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები