ზამთარში "ტოტენჰემი" და "მანჩესტერი" ფეხბურთელებს გაცვლიან
Goal-ის ცნობით, ლონდონის „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელებს გაცვლიან.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟოზე მოურინიოს „დეზების“ განაპირა მცველის დენი როუზის შეძენა სურს და ამის გაკეთებას იანვარში გეგმავს.
თავის მხრივ, დაცვის მარცხენა ფრთის გაძლიერება „ტოტენჰემსაც“ უნდა და თვალი „წითელი ეშმაკების“ მოთამაშეს ლუკ შოუს დაადგეს.
როუზიც და შოუც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიან და მათი ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
როგორც წყარო ამტკიცებს, ჟოზე მოურინიო ბარტერის მომხრეა, რაც ორ გუნდს შორის შეთანხმებას რეალურს ხდის.