„მალე შევხვდებით!“ - მაქს ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა
UFC-ის ქვემსუბუქი წონის მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიას გამოწვევას უპასუხა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მატადორს“ მალე შეხვდება.
„ეს ყველაფერი მიყვარს, ჩემპიონო. მალე გნახავ. იერემია 51:20“. - დაწერა ჰოლოუეიმ.
It’s all love champ. I’ll be seeing you soon. Jeremiah 51:20 https://t.co/D6i8Ph7SQ5
— Max Holloway (@BlessedMMA) April 15, 2024
იერემია 51:20 ბიბლიის ძველი აღთქმიდან „ღმერთის ბრძოლის უროს“ ნიშნავს. ჰოლოუეიმ ამით ილია თოფურიას განცხადებას უპასუხა, რომელიც ქართველმა მებრძოლმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მაქს, გილოცავ ასეთ გამოსვლას. პატივს ვცემ შენს ისტორიას და ყველაფერს, რასაც შენს ლამაზ ოჯახთან ერთად მიაღწიე. იმედია, 2024 წლის დასრულებამდე ოქტაგონს გავიყოფთ და მენდე, რომ იგრძნობ რაღაცას, რაც არასდროს გიგრძნია. პირველი ვიქნები, ვინც გაგთიშავს. ფილიპელთა 4:13“, - დაწერა თოფურიამ.
ძველი აღთქმის მიხედვით, ფილიპელთა 4:13 რაიმეს გასაკეთებლად ღმერთისგან განსაკუთრებული ძალის მიღებას ნიშნავს.
მაქს ჰოლოუეიმ გასულ უქმეებზე BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯი ნოკაუტით დაამარცხა და მომდევნო მეტოქედ ილია თოფურია გამოიწვია. ქართველ და ამერიკელ მებრძოლებს შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე შედგება.