ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„პირველი ვიქნები, ვინც გაგთიშავს“ | ილია ჰოლოუეის დანოკაუტებაში დარწმუნებულია

ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის მიმართა, ვინც გასულ უქმეებზე ჯასტინ გეიჯი დაანოკაუტა და BMF-ის ქამარი მოიგო. „ელ მატადორმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „დალოცვილთან“ ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„მაქს, გილოცავ ასეთ გამოსვლას. პატივს ვცემ შენს ისტორიას და ყველაფერს, რასაც შენს ლამაზ ოჯახთან ერთად მიაღწიე. იმედია, 2024 წლის დასრულებამდე ოქტაგონს გავიყოფთ და მენდე, რომ იგრძნობ რაღაცას, რაც არასდროს გიგრძნია. პირველი ვიქნები, ვინც გაგთიშავს“.

შეგახსენებთ, რომ გეიჯის დანოკაუტების შემდეგ, ჰოლოუეიმ ილია გამოიწვია და მას „ელ მატადორი“ უწოდა, რომელიც ხარს გაურბის. „დალოცვილმა“ ისლამ მახაჩევიც ახსენა, მაგრამ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მომდევნო ბრძოლას UFC 302-ის ფარგლებში, დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართავს.

ცნობისთვის, ჰოლოუეიმ გეიჯისთან მსუბუქ წონით დივიზიონში იჩხუბა და ჯერჯერობით უცნობია, მაქსი ქვემსუბუქში დაბრუნდება თუ მსუბუქში დარჩება. როგორც „დალოცვილი“ ამბობს, მას ბევრი ვარიანტი აქვს და გადაწყვეტს, საუკეთესო რომელია. ჰოლოუეის კარიერაში ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით არც ერთი ბრძოლა წაუგია და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ პირველი იქნება, ვინც ამას გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ანათებს, შეუჩერებელი ხდება“ - კვარას თამაშს იტალიური მედია აფასებს
„როცა ანათებს, შეუჩერებელი ხდება“ - კვარას თამაშს იტალიური მედია აფასებს