ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

„ფეხბურთელებისთვის კოლოსალური დატვირთვაა“ - დე ლა ფუენტეს ერთა ლიგის ფორმატი არ მოსწონს

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე საერთაშორისო პაუზის დროს ერთა ლიგის მატჩების მჭიდრო გრაფიკით უკმაყოფილოა.

„ყველა დამეთანხმება იმაში, რომ 10 დღეში ამ დონის 4 მატჩის ჩატარება კოლოსალური დატვირთვაა.

ერიკ გარსიას მაგალითზე ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ფეხბურთელების ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ჩვენ ვარჩიეთ, რომ მას რეაბილიტაცია მშვიდად, აჩქარებისა და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გაევლო.

ჩვენ არ ვაპირებთ შემადგენლობის მთლიანად გადახალისებას, რადგან შეთამაშებული ბირთვის შენარჩუნება გვჭირდება. თუმცა ყოველთვის არიან მოთამაშეები, რომლებსაც გუნდისთვის სიხალისისა და ენერგიის შემატება შეუძლიათ. ვამჯობინებდი, დასასვენებლად კიდევ 2 დღე გვქონოდა“,

- თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ მცველმა ერიკ გარსიამ ინგლისთან მატჩის (3:2) წინ მოთელვაზე დისკომფორტი იგრძნო და ესპანელთა სასტარტო შემადგენლობიდან ამოიღეს. მის ნაცვლად „ატლეტიკოს“ მცველმა, მარკ პუბილმა ითამაშა.

მოგვიანებით გარსიას ნაცვლად ნაკრებში „ატლეტიკოდან“ რობინ ლე ნორმანი გამოიძახეს.

26 სექტემბერს „ფურია როხამ“ „უემბლიზე“ ინგლისი დაამარცხა (3:2). დღეს მათ შინ ხორვატიასთან უწევს თამაში, 3 ოქტომბერს ასევე შინ ჩეხეთთან, ხოლო 6 ოქტომბერს სტუმრად ხორვატიასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები