ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

თოფურია: შემდეგ ბრძოლას ჰოლოუეისთან გავმართავ

ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის გამოწვევა მიიღო და განაცხადა, რომ მისი შემდეგი მეტოქე მაქსი იქნება: „ცხადია რომ ჩემი შემდეგი მეტოქე ჰოლოუეი იქნება. მაქს გილოცავ გამარჯვებას, თუმცა ჩემთან შეხვედრის შემდეგ უკან დაიხევ, უკანა რიგებში აღმოჩნდები’’.

UFC-ის მორიგი ქარდი ნევადაში გაიმართა, მაქს ჰოლოუეიმ ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და BMF-ის ტიტულის მფლობელი გახდა. MMA-ს ქომაგებმა საოცარი ბრძოლა იხილეს, შეხვედრა მაქსის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს მებრძოლები გააქტიურდნენ, რასაც საოცარი კულმინაცია მოჰყვა, მაქსმა მე-5 რაუნდის ბოლო წამზე უძლიერესი დარტყმით გეიჯი გათიშა და ასეთ დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია: „მეტი პატივი ვცეთ გეიჯის, ის ნამდვილი მებრძოლია. ეს ბიჭი „მატადორი“(ილია თოფურია) ხარს გაურბის! მოაწეროს ხელი კონტრაქტს და მეჩხუბოს. ესპანეთში ან ჰავაიში სადაც გინდა იქ გეჩხუბები! ან მაჩხუბეთ მახაჩევთან! მე გლადიატორი ვარ. ყველასთვის მზად ვარ.“

როგორც უკვე გითხარით, ილიამ ჰოლოუეის გამოწვევა მიიღო და შემდეგი ბრძოლის გამართავს მასთან გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები