ალ იტიჰადის ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გაროზგეს
Aa
Aa

ალ იტიჰადის ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გაროზგეს

საუდის არაბეთის სუპერ თასის ფინალში „ალ იტიჰადი" „ალ ჰილალთან" 1:4 დამარცხდა, თუმცა ამ მატჩმა ყურადღება სხვა რამის გამო მიიპყრო.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ალ იტიჰადის“ ერთ-ერთი ფეხბურთელი ტრიბუნებიდან გაროზგეს. უცნობია, თუ ვინ იყო ის ადამიანი და რა გავლენა ჰქონდა, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი აბსურდული კადრები ვიხილეთ, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა.

საუდის არაბეთის ნახევარფინალური მატჩებიც სკანდალური გამოდგა. ამჯერად თავი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა, რომელმაც მეტოქეს ჯერ იდაყვი ჩაარტყა.

 

შემდეგ კი მსაჯსაც დაუპირა დარტყმა, თუმცა მალევე გადაიფიქრა.

აქვე გეტყვით, რომ სუპერ თასის გამარჯვებული „ალ ჰილალი“ საუდის პრო ლიგას 27 ტურის შემდეგ, 77 ქულით დაუმარცხებლად ლიდერობს. ამ დრომდე ლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდი გახლავთ. რონალდუს „ალ ნასრი“ 65 ქულით მეორეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიგიჟეა, როდესაც მას მადარებენ“ - კვარა მარადონაზე
„სიგიჟეა, როდესაც მას მადარებენ“ - კვარა მარადონაზე