ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ვინჩენცო მონტეფუსკო
Aa
Aa

„კონტეს სტილში არ ჯდება, ამიტომ...“ - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და შემდგომში მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტეფუსკომ რადიო Kiss Kiss Napoli-ის ეთერში ნეაპოლურ გუნდში ანტონიო კონტეს შესაძლო დანიშვნის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიელი მწვრთნელის სტილს ვერ მოერგება.

რას ამბობს მონტეფუსკო:

თუ ნაპოლიში კონტე დაინიშნება და ის მართვის სადავეებს თავის თავზე აიღებს, მაშინ დღეისთვის, გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არაფერში გამოადგება. ვგულისხმობ კვარაცხელიას. ის კონტეს სტილში არ ჯდება და ამის გამო, ანტონიოს სხვა მოთამაშეების პოვნა მოუწევს. თუმცა, მჯერა, რომ კონტე მას შესაფერის როლს გამოუნახავს. მას ისეთი ინტელექტი აქვს, რომ შეძლებს კვარა სხვანაირად ათამაშოს.

იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ანტონიო კონტე „ნაპოლიში“ დანიშვნასთან ახლოსაა. სხვადასხვა სააგენტოების მტკიცებით, აურელიო დე ლაურენტისი მზადაა 57 წლის სპეციალისტის მოთხოვნებს დათანხმდეს და სატრანსფერო ბაზარზე 200 მილიონი ევროც გამოუყოს.

რაც შეეხება მონტეფუსკოს, 78 წლის ვეტერანი სპეციალისტი „ნაპოლიში“ 1962-1977 წლებში თამაშობდა, 1997-1999 წლებში კი მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკვე იციან დიასის იდეალური შემცვლელი ვინაა | ლივერპულური გამოცემა კვარაზე
უკვე იციან დიასის იდეალური შემცვლელი ვინაა | ლივერპულური გამოცემა კვარაზე