კილიან მბაპე, კრისტოფ დიუგარი
Aa
Aa

დიუგარი: მბაპემ ჩემპიონთა ლიგის სახეში შეაფურთხა

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა კრისტოფ დიუგარიმ „ბარსელონას“ წინააღმდეგ კილიან მბაპეს თამაში გააკრიტიკა.

კილიანს „ბარსას“ წინააღმდეგ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია და კარში 0 დარტყმა ჰქონდა.

„მე არ ვაპირებ ფეხბურთელის გაკრიტიკებას, რადგან ეს ძალიან მარტივია. ყველამ დაინახა მისი საზიზღარი თამაში. მე გავაკრიტიკებ ადამიანს. გუშინ მან ფეხბურთში ყველაზე ცუდი რამ აჩვენა. და ყველაზე ცუდი, რაც ტოპ მოთამაშეს შეუძლია აჩვენოს.

შეგიძლიათ გამოტოვოთ თამაშები, იყოთ უსარგებლო. მაგრამ მისი გუშინდელი საქციელი აღმაშფოთებელი იყო. ეს არის პატივისცემის ნაკლებობა, ღალატი.

მბაპემ ჩემპიონთა ლიგის სახეში შეაფურთხა. მისი დამოკიდებულება აბსოლუტური სირცხვილია. არ მეგონა თუ ასე დაბლა დაშვება შესაძლებელი იყო.

მეორე მატჩის დადგომასთან ერთად, მე მაინც მჯერა, რომ ეს ბიჭი გარდაქმნის საკუთარ თავს და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება“.

- განაცხადა დიუგარიმ RMC Sport-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსუყე წინადადება - ოსიმენი პსჟ-ში გადასვლას უახლოვდება
მსუყე წინადადება - ოსიმენი პსჟ-ში გადასვლას უახლოვდება