ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენის შემცვლელი - დე ლაურენტისი კონტეს მოთხოვნებზე თანახმაა

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ახალი სეზონიდან „ნაპოლი“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. აურელიო დე ლაურენტისს თავისი ფავორიტი ჰყავს - ანტონიო კონტე.

როგორც Gazzetta dello Sport-ი წერს, დე ლაურენტისი ყველაფრის გასაკეთებლად მზად არის, რათა კონტე დაიყოლიოს.

წყაროს ცნობით, „ნაპოლი“ ზაფხულში ტრანსფერების მხრივ აქტიურობას გეგმავს. კლუბი სოლიდურ თანხებს გამოყოფს, რასაც ოსიმენის გაყიდვისგან მიღებული 100 მილიონიც დაემატება. დე ლაურენტისს იმედი აქვს, რომ ეს გარემოება კონტეს დააინტერესებს და მათ წინადადებას მიიღებს.

„ცხადია, კონტეს მოუნდება სწორი ტექნიკური და ეკონომიკური გარანტიები. მას სურს აირჩიოს ოსიმენის წასვლის შემდეგ შესაძენი ახალი ფორვარდი, რომლითაც ის თავისი პროექტის განხორციელებას შეძლებს. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ, თუ ანტონიოს მოუნდება ისეთი ფორვარდის შეძენა, როგორიც ლუკაკუა, თავისი მაღალი ხელფასით - დე ლაურენტისი მას ამის საშუალებას მისცემს.

და ამის გარდაც, დე ლაურენტისი მზადაა და ხვდება, რომ გარდა ახალი ცენტრფორვარდისა, გუნდს ყველა პოზიციაზე მაღალი დონის მოთამაშის დამატება დასჭირდება, რომ ნაპოლი კვლავ დაუბრუნდეს მწვერვალს“.

- წერს Gazzetta.

აქვე გეტყვით, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს. ახალი გუნდის ხვიჩას ირგვლივ აშენება აქვს გამიზნული და სავარაუდოდ, კიდევ 1 წლით კვარა „დიეგო მარადონაზე“ დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გაყიდვა ქომაგების გულებში დანის ჩაცემა იქნება“ | ესპანური გამოცემა მამარდაზე
„მისი გაყიდვა ქომაგების გულებში დანის ჩაცემა იქნება“ | ესპანური გამოცემა მამარდაზე