ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - Gazzetta კვარაზე

ითამაშებს, თუ არა ხვიჩა კვარაცხელია „მონცას“ წინააღმდეგ? ახლა „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებთ. ქართველ შემტევს რამდენიმე დღეა კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც სერია A-ს ბოლო ტური გამოტოვა, რომელშიც „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტასთან“ საკუთარ მოედანზე 3:0 დამარცხდა.

გუშინ „ნაპოლიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ხვიჩამ გუნდისგან განმარტოებით, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, დღეს კი გავლენიანმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ ფრანჩესკო კალცონასთვის მთავარი მიზანი კვარას რაც შეიძლება მალე დაბრუნება იქნება.

რას წერს Gazzetta:

კალცონა იმედოვნებს, რომ კვარაცხელიას მალე დაიბრუნებს. ქართველი საზარდულის ტრავმის გამო შაბათის მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა. კვარამ გუშინ მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა და მონიტორინგს აქტიურად, ყოველდღიურ რეჟიმში გაუწევენ. მის გარეშე დარჩენილმა „ნაპოლიმ“ პირდაპირი მნიშვნელობით, შეტევაში ნათება დაკარგა. გუნდი ჩავარდნილი სეზონის გადარჩენას ცდილობს, მთავარი მიზანი ევროტურნირების ზონაში მოხვედრაა, რის გამოც კვარას დაბრუნება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩში, მეორე ექსტრა ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო.

30 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ატალანტას“ 5 ქულით, მე-4 ადგილოსან „ბოლონიას“ კი 12 ქულით ჩამორჩება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, სტუმრად „მონცას“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როცა ვილიმ დამირეკა, ქარხანაში ვმუშაობდი  - სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ
როცა ვილიმ დამირეკა, ქარხანაში ვმუშაობდი - სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ