გოგიტა არქანია
Aa
Aa

კარატისტების 7 ოქროს მედალი საერთაშორისო ტურნირზე

უკრაინის ქალაქ ჩერნივციში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ კარატეში ქართველმა სპორტსმენებმა 7 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. Bukovyna Grand Prix-ის სახელწოდებით ცნობილი შეჯიბრების ჩემპიონი ალექსანდრე არქანია, ანზორ დონაძე, ვალიკო ფონიავა, ლუკა ვასაძე და მერაბ გელაშვილი გახდნენ. ორმა მათგანმა პირველი ადგილი ორ დისციპლინაში დაიკავა, გელაშვილმა კი ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიგო.

ნაკრები პრესტიჟული გათამაშებისთვის გოგიტა არქანიამ მოამზადა, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. შეჯიბრების მთავარი არბიტრი კი თათი მელუა გახლდათ. ის საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარეა. ტურნირი 8-დან 20-წლამდე ასაკის კარატისტთა შორის მიმდინარეობდა და ხუთი ქვეყნის 480 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საერთაშორისო ტურნირი - კარატისტების 7 მედალი იტალიაში
საერთაშორისო ტურნირი - კარატისტების 7 მედალი იტალიაში