მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

პიოტრ იანი: „მერაბის წინააღმდეგ მარჯვენა ხელის გარეშე ვიჩხუბე“

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რუსმა მებრძოლმა და მერაბ დვალიშვილის ყოფილმა ოპონენტმა, პიოტრ იანმა UFC 299-ის მედია დღეს თავისი ბოლო სამი მარცხი გაიხსენა.

რა თქვა იანმა:

მერაბთან ჩხუბის დროს მარჯვენა ხელი არ მიმუშავებდა. ხუთი რაუნდის განმავლობაში სამჯერ, ან ოთხჯერ დავარტყი, შემდეგ კი ინტუიციით ვმოქმედებდი. წინა დღეებში ნახევარლიტრიანი წყლის ბოთლის დაჭერაც არ შემეძლო. მხრის მყესები მქონდა დაზიანებული... რაც შეეხება ომალისთან ჩხუბს, ამ დროს კარგ ფორმაში ვიყავი, კარგადაც ვიბრძოლე და ვფიქრობ, გამარჯვებასაც ვიმსახურებდი. მათთან მხოლოდ მცირე დეტალებს გამოვასწორებდი.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი 2023 წლის მარტში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „მანქანამ“ რუს მებრძოლს ხუთივე რაუნდი აბსოლუტური დომინაციით მოუგო.

საგულისხმოა, რომ მერაბთან მარცხის შემდეგ პიოტრ იანი ოქტაგონს ამ კვირაში დაუბრუნდება და შაბათს, UFC 299-ზე ჩინელ სონგ იადონგს შეხვდება. ამავე დღეს, ჩემპიონის ქამრისთვის შონ ომალი და მარლონ ვერაც იბრძოლებენ, მათ შორის გამარჯვებული კი სატიტულო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაქვს განცდა, რომ სულელია. პატივს არ ვცემ“ | UFC-ის რუსი მებრძოლი მერაბზე
„მაქვს განცდა, რომ სულელია. პატივს არ ვცემ“ | UFC-ის რუსი მებრძოლი მერაბზე