მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„მერაბთან ბრძოლისთვისაც 100%-ით მზად ვარ“ - შონ ომალი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ UFC 299-ის მედია დღეს მერაბ დვალიშვილის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მარლონ ვერა „ბრძოლას“ ჩაეხსნება, მერაბ დვალიშვილთან საბრძოლველად მზად იქნება.

რას ამბობს ომალი:

მზად ვიქნები, თუ არა მერაბთან ჩხუბისთვის? დიახ, 100%-ით. ბოლოს მას შესანიშნავი ჩხუბი ჰქონდა. ჰენრი სეხუდო საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ მერაბმა ის გააკეთა, რასაც აკეთებს. თითქოს ნოკაუტში ვარდება, მაგრამ შემდეგ მაინც იგებს, ეს შთამბეჭდავი იყო. მას ნამდვილად შეეძლო ჩემი მომდევნო მეტოქე ყოფილიყო. მომწონს, რომ ბევრი ვარიანტი მაქვს, მაგრამ დიახ, მას ნამდვილად შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალისა და „ჩიტო“ ვერას სატიტულო ბრძოლა საქართველოს დროით 10 მარტს, UFC 299-ზე გაიმართება, მერაბ დვალიშვილი კი ამ ჩხუბის სარეზერვო მებრძოლი იქნება. თუ ომალი ან ვერა ბრძოლას ჩაეხსნება, მაშინ ქართველი „მანქანა“ ქამრისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეხუდო: „მერაბთან არ უნდა მეჩხუბა“
სეხუდო: „მერაბთან არ უნდა მეჩხუბა“