თორნიკე შენგელია
Aa
Aa

საბერძნეთში გაემგზავრება | შენგელიას ოლიმპიაკოსთან თამაშის შანსი აქვს

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ მომდევნო შეხვედრას ევროლიგაზე გამართავს და „ოლიმპიაკოსს“ სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი 7 მარტს, თბილისის დროით, 23:59-ზე დაიწყება და არის შანსი, ქართველი კალათბურთელი პარკეტზე ვიხილოთ.

შენგელიამ „ვალენსიასთან“ შეხვედრაში კოჭი დაიზიანა და პარკეტის დატოვება მოუწია. თორნიკეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა და საბედნიეროდ, მძიმე დაზიანება არ გამოვლინდა. Corriere dello Sport-ის მიხედვით, შენგელია საბერძნეთში გუნდთან ერთად გაემგზავრება და შესაძლოა, სათამაშო დროც მიიღოს.

„ვირტუს ბოლონიას“ ექიმები ქართველი კალათბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად აფასებენ და გადაწყვეტილებას სწორედ ისინი მიიღებენ. შენგელია ევროლიგის მიმდინარე სეზონში საშუალოდ 13.9 ქულას, 5.4 მოხსნასა და 3.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

გეტყვით იმასაც, რომ „ვირტუს ბოლონიას“ 17 მოგება და 10 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. „ოლიმპიაკოსს“ რაც შეეხება, ის 16 მოგებითა და 11 წაგებით მე-6 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეთანხმება გვაქვს, არასწორად იქცევა“ | მალიხინმა დვალიშვილს უპასუხა
„შეთანხმება გვაქვს, არასწორად იქცევა“ | მალიხინმა დვალიშვილს უპასუხა