ილია თოფურია
Aa
Aa

MMA Junkie-ის რჩეული გახდა | ილია თოფურიას ნოკაუტი თვის საუკეთესოდ დასახელდა

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, MMA Junkie-იმ ილია თოფურიას ნოკაუტი, რომლითაც მან ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა, თებერვლის საუკეთესო ნოკაუტად დაასახელა. „ელ მატადორის“ გარდა, ნომინანტებს შორის ტემბა გორიმბო, რენდი ბრაუნი, დენ იგე და რენან ფერეირა იყვნენ.

„უძლიერესი მარჯვენა და გათიშული ვოლკანოვსკი. მომდევნო დარტყმები საჭირო აღარ იყო. ვოლკანოვსკი ოქტაგონზე გარკვეული დროის განმავლობაში გათიშული იწვა, შემდეგ კი წამოდგა, რათა მეტოქისთვის გამარჯვება მიელოცა. თოფურია პირველი ქართველი გახდა, ვინც UFC-ის ოქროს დაეპატრონა. ბევრს მიაჩნია, რომ მისი სახით, ახალი სუპერვარსკვლავი ყალიბდება და იგი UFC-ს გაიყვანს ბაზარზე, რომელიც აქამდე მათთვის უცხო იყო“, - წერს MMA Junkie-ი.

შეგახსენებთ, ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ქვეყნის პირველ პირს შევხვდები“ | რაზე ოცნებობს ილია თოფურია?
„ქვეყნის პირველ პირს შევხვდები“ | რაზე ოცნებობს ილია თოფურია?