ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ეჭვი არ მეპარება, რომ მახაჩევთან ვიჩხუბებ და ორმაგი ჩემპიონი გავხდები“

ილია თოფურიამ მადრიდში ჩასვლის შემდეგ, პრესასთან ვრცლად ისაუბრა და ბევრ საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის მომავალში ისლამ მახაჩევთან შესაძლო ბრძოლასაც.

ასევე, ილიამ აღნიშნა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ კრივში გადასვლას აპირებს.

„ჩემი მომდევნო ბრძოლისთვის 3 ვარიანტს ვხედავ: კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, თუ ის BMF-ის ტიტულს მიიღებს და შონ ომალი, თუ იგი ჩიტო ვერას დაამარცხებს. ამჟამად ვოლკანოვსკისთან რემატჩის საჭიროებას ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. დაე ალექსმა დაისვენოს.

კიდევ ერთი ბრძოლა და ჩვენ წინ მახაჩევი გველოდება. ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ ორმაგი ჩემპიონი (ორი წონითი კატეგორია) გავხდები. Pound for Pound-ზე (ყველა წონითი დივიზიონის საერთო ლიდერი) ჩემი გალიდერების დრო მოვა. ბრძოლა, რომელსაც მე მივიღებდი არის ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა სხვა რაღაცის გაკეთება მინდა.

ახლა დროა კონორი ესპანეთში ჩამოვიდეს და მას შეუძლია კიდევ 4 შვილი ჰყავდეს.

მე მჯერა, რომ ესპანეთში MMA-ს ბუმი იქნება. მე მათთვის არ ვსაუბრობ, ვისაც ჰგონია, რომ ეს სახეობა რაღაც ძალადობრივია. მათ ვაძლევ საშუალებას, რომ ამ სპორტის შესახებ მეტი გაიგონ. ახლა შესაძლებლობა მაქვს მათ ამ სპორტის ღირებულებების შესახებ ვასწავლო.

როდესაც MMA-დან წავალ, კრივში ვიბრძოლებ და კანელო ალვარესს ვეჩხუბები. ეს ღმერთს სურს და ამისთვის ძალიან კარგად მოვემზადები“. - განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია კვირას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალისა" და „სევილიას" მატჩს გახსნის. თოფურია პუბლიკას საჩემპიონო ქამართან ერთად მიესალმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შონ ომალი: „მერაბი შემდეგია, დავანოკაუტებ და ცხვირს გავუსწორებ“
შონ ომალი: „მერაბი შემდეგია, დავანოკაუტებ და ცხვირს გავუსწორებ“