ილია თოფურია
Aa
Aa

რეალი სევილიას მატჩის წინ, ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს წარადგენს

ესპანური elmundo-ს ინფორმაციით, ილია თოფურია კვირას მადრიდში „რეალისა" და „სევილიას" მატჩის წინ, თავის საჩემპიონო ქამარს წარადგენს და შეხვედრას ის დაიწყებს.

„ილია თოფურია, რომლის მშობლებიც ქართველები არიან, ჰალეში გერმანიაში დაიბადა, 15 წლის ასაკში საცხოვრებლად ალიკანტეში გადავიდა. მისი ცხოვრების კლუბი მადრიდის რეალია. სწორედ ამიტომ, კვირას, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ესპანელ-ქართველი მებრძოლი თავის საჩემპიონო ქამარს სანტიაგო ბერნაბეუზე წარადგენს და ეს რეალი სევილიას მატჩის დაწყებამდე მოხდება.

„სერხიო რამოსი არის ფეხბურთელი, რომელიც ჩემს თავს ყველაზე მეტად მაგონებს. მას ბავშვობიდან ვქომაგობ. ახლა ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ადრე მისით აღფრთოვანებული ვიყავი“.

- ამბობს ილია.

წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში თოფურიას მადრიდის მერი ხოსე ლუის მარტინეს ალმეიდა მიიღებს.

ილია თოფურია ამბობს, რომ მისი მომდევნო ბრძოლა სწორედ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა შედგეს, სადაც იგი კონორ მაკგრეგორს ელოდება, თუმცა ირლანდიელის ამჟამინდელ დონეში ეჭვი ეპარება.

„როგორც ჩანს, სანტიაგო ბერნაბეუ მითიური ადგილია. ყველა ვარსკვლავი ერთ ხაზზე განლაგდა და ეს მოხდება. მე ვხედავ, რომ კონორი მზად არის გაუძლოს ორ ბოთლ ვისკის. ის, რომ საუკეთესო ფორმაში იყოს, ჩემთვის მაინც სასუსნავი იქნებოდა“.

თოფურიამ „რეალის“ პრეზიდენტზე ფლორენტინო პერესზეც ისაუბრა.

„ფლორენტინო ნამდვილი ფენომენია. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ გუნდი, რომელიც ჩემს ქვეყანას და მის ღირებულებებს ესპანეთს ყველაზე მეტად წარმოაჩენს მადრიდის რეალია. მე მიყვარს მადრიდი“.

- განაცხადა თოფურიამ.

„რეალისა“ და „სევილიას“ მატჩი კვირას ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“ | ევლოევის პასუხი ილიას
„შენც მსაჯების გადაწყვეტილებით მოგიგებ“ | ევლოევის პასუხი ილიას