ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„კონორ მაკგრეგორთან ჩხუბის ჩანიშვნას ვეცდებით“ | ილია ესპანეთში ჩავიდა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი, ილია თოფურია ესპანეთში დაბრუნდა . „ელ მატადორს“ მადრიდის აეროპორტში გულშემატკივრები შეეგებნენ და ილიამ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ბრძოლა ისე წარიმართა, როგორც ვვარაუდობდი. შეუძლებელია უკეთეს შედეგს ელოდებოდე, როცა ხვდები მებრძოლს, რომელმაც სატიტულო ქამარი ბევრჯერ დაიცვა და Pound for Pound რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა. პირველ რაუნდში გამაკვირვა, რადგან უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ მეორე რაუნდში ნოკაუტით გავიმარჯვე.

საჩემპიონო ქამრის მოპოვება საოცარი შეგრძნებაა. ერთია, ამის გჯეროდეს და წარმატებაში დარწმუნებული იყო და მეორეა, ყველაფერი რეალობად აქციო და მიზანს მიაღწიო. გამარჯვების მომენტიდან, უდიდეს სიამოვნებას ვვიღებ და მინდა, ახალგაზრდა მებრძოლებს ვუთხრა, რომ არასდროს დანებდნენ. სულერთია საიდან მოდიხართ თუ იცით, სად მიდიხართ.

რა იქნება მომავალში? კონორ მაკგრეგორთან ჩხუბი შესაძლებელია და ვეცდებით, ეს მოხდეს. ესპანეთი UFC-ის ღონისძიებას აუცილებლად უმასპინძლებს და ეს მალე რეალობად იქცევა“.

შეგახსენებთ, რომ „ვოლკის“ დანოკაუტების შემდეგ, თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მტკიცებულებებში, რომლებიც ჩემს ბრალდებაში იყო, ყველგან მერაბი ფიგურირებდა“ | ავთანდილ ხურციძე
„მტკიცებულებებში, რომლებიც ჩემს ბრალდებაში იყო, ყველგან მერაბი ფიგურირებდა“ | ავთანდილ ხურციძე