საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ტაშკენტის გრანდ სლემი
Aa
Aa

ტაშკენტის გრანდ სლემზე ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2-4 მარტს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება.

IJF-ზე მოცემული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები პირველადი სიით ტურნირზე 6 ძიუდოისტით წარდგება, თუმცა, მოგვიანებით შემადგენლობა შეიძლება გაიზარდოს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60 კგ. - ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი.

-66 კგ. - ლაშა ნადირაძე.

-73 კგ. - ბაგრატ ნინიაშვილი.

-100 კგ. - ვარლამ ლიპარტელიანი, იმედა გოგოლაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლოს ბაქოს გრანდ სლემზე იასპარეზა და ტურნირი ორი მედლით დაასრულა. ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანი -100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე გახდა, ბრინჯაოს მედალი კი გოგონებში ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიას ნოკაუტმა შოკში ჩააგდო - ადესანიას რეაქციები ილიას და მერაბის გამარჯვებებზე
თოფურიას ნოკაუტმა შოკში ჩააგდო - ადესანიას რეაქციები ილიას და მერაბის გამარჯვებებზე