ილია სულამანიძე, ბაქოს გრანდ სლემი
Aa
Aa

იპონი 40 წამში! - სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედალი მოიპოვა.

-100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ფინალში პოლონელ პიოტრ კუჩერას დაუპირისპირდა და შეხვედრის დაწყებიდან 40 წამში იპონით დაამარცხა.

ფინალამდე, ნახევარფინალში ილია სულამანიძემ რუს ნიაზ ბილალოვს ვაზარით მოუგო. უფრო ადრე კი თურქმენი ბაიმურატ მაჯანოვი იპონით დაამარცხა. ანალოგიურად, ეშლი გონსალესის ბარიერიც იპონით დაძლია. მეოთხედფინალში მისი მეტოქე ისლამ ბოზბაევი იყო, მასთან გამარჯვებაც იპონით მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძის გარდა, ტურნირზე მედლის მოპოვება ეთერ ლიპარტელიანმაც შეძლო. ქართველმა ძიუდოისტმა გათამაშების პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები