რობერტო დე ძერბი
Aa
Aa

AS: ბარსელონამ ჩავის შემცვლელად დე ძერბი აირჩია

ესპანური As-ის ცნობით, „ბარსელონამ“ ჩავის შემცვლელთა სიაში ფავორიტი გამოკვეთა ის რობერტო დე ძერბია.

წყაროს ცნობით, რობერტო დე ძერბის კანდიდატურა კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ და სპორტულმა დირექტორმა დეკომ დაამტკიცეს.

„ბარსას“ პორტუგალიელმა სპორტულმა დირექტორმა ოთხშაბათს დე ძერბის აგენტებთან სამ საათიანი შეხვედრა გამართა. მიუხედავად იმისა, რომ საუბრის მთავარი თემა რონალდ არაუხოსთან კონტრაქტის გაგრძელება იყო, მხარეებმა დე ძერბის შესაძლო დანიშვნაზეც ისაუბრეს.

გარიგების დახურვის მთავარი დაბრკოლება დე ძერბის „ბრაიტონთან“ კონტრაქტით კომპენსაციის ოდენობაა - 10 მილიონი ევრო. იტალიელის წარმომადგენლებმა „ბარსელონას“ მოთმინება სთხოვეს, რადგან ისინი ინგლისურ კლუბთან შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

თავის მხრივ, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებმა პირობა დადეს, რომ 1 ივლისიდან რობერტოს მთავარ მწვრთნელად დანიშნავენ, თუ კომპენსაციის გადახდა არ იქნება საჭირო. „ბარსას“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ 44 წლის სპეციალისტი კლუბის დნმ-სთან ახლოს არის.

შეგახსენებთ, რომ დე ძერბის კონტრაქტი „ბრაიტონთან“ 2026 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე | ნაპოლიმ მისი შემცვლელი შეარჩია
ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე | ნაპოლიმ მისი შემცვლელი შეარჩია