ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემის რეკორდი - ინგლისელი რეალის ისტორიაში შევიდა

ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ჟირონას“ 4:0 მოუგო და ცხრილში 5 ქულით გაასწრო.

ჯუდ ბელინგემმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და კლუბის ისტორიაში რეკორდის ავტორი გახდა.

მიმდინარე ჩემპიონატში ჯუდმა 21 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ინგლისელი 21-ე საუკუნეში „რეალის“ რიგებში, ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ნახევარმცველი გახდა.

ჯუდი ამჟამად ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, თუმცა „რეალს“ თავისი ლიდერი 3 კვირით გამოაკლდა.

ჯუდი 57-ე წუთზე შეცვალეს. ინგლისელს იქამდე კოჭის არეში ორჯერ ჩაარტყეს, თუმცა მოედანზე ორივეჯერ დაბრუნდა. საბოლოოდ, მისი დაზიანება გართულდა და მძიმე დაჭიმულობაში გადაიზარდა.

La Sexta-ს ჟურნალისტის ხოსე ლუის სანჩესის თქმით, ბელინგემი კოჭის სახსრის მძიმე დაჭიმულობის გამო 2-3 კვირას გამოტოვებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და იმავეს წერს.

ამ მოცემულობით, ბელინგემი შემდეგ მატჩებს გამოტოვებს: ჩემპიონთა ლიგაზე „ლაიპციგის“ წინააღმდეგ, ლა ლიგაში „რაიო ვალეკანოსთან“, „სევილიასთან“ და „ვალესიასთან“ დაპირისპირებებსაც დააკლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წინადადებები? ზაფხულამდე დიდი დროა - ძაკარდომ კვარასა და ლეაუზე ისაუბრა
წინადადებები? ზაფხულამდე დიდი დროა - ძაკარდომ კვარასა და ლეაუზე ისაუბრა