ზინედინ ზიდანი, კარლო ანჩელოტი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ანჩელოტი: ბელინგემი ზიდანს მაგონებს

ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ჟირონას“ საჩემპიონო გამოცდა მოუწყო და 4:0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ თავის გუნდზე ისაუბრა და რამდენიმე მოთამაშე გამოყო. იტალიელმა სპეციალისტმა ჯუდ ბელინგემი ზინედინ ზიდანს შეადარა.

„იმედი მაქვს, რომ ის სამშაბათისთვის გამოჯანმრთელდება და ლაიპციგთან მატჩისთვის მზად იქნება. როდესაც ჯუდმა მატჩები გამოტოვა, სხვა ფეხბურთელებმა, როგორიცაა ბრაჰიმი და ხოსელუ, გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

დღეს, ჟირონასთან მატჩში ოთხი დაშავებული ცენტრალური მცველით ვიყავით და მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ.

არის ასპექტები, რომლებშიც ბელინგემი ზიდანს მახსენებს - მაგალითად, ბურთისადმი მისი არაჩვეულებრივი მოპყრობით. ზიდანს უკეთესი ტექნიკა ჰქონდა, მაგრამ ბელინგემი ხშირად უფრო შემტევ პოზიციებზე თამაშობს და მეტად აგრესიულია. პირველი გოლის ეპიზოდში მან გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ცოტას შეუძლია“,

- თქვა ანჩელოტიმ.

24 ტურის შემდეგ, „რეალმა“ „ჟირონას“ 5 ქულით გაასწრო. თუ „ბარსა“ თავის შეხვედრას მოიგებს, მათთან სხვაობა 8 ქულა იქნება. კარლო ანჩელოტის გუნდი ნელ-ნელა ჩემპიონობას უახლოვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდი ლესტერთან დამარცხდა - ჩაკვეტაძის შეცდომა და ლამაზი მოძრაობა
უოტფორდი ლესტერთან დამარცხდა - ჩაკვეტაძის შეცდომა და ლამაზი მოძრაობა