ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„ნაპოლი გეგმავს კვარას ფასეულობა აღიაროს“ - ანაზღაურება 4-ჯერ გაიზრდება?

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ხელშეკრულების თაობაზე ნელ-ნელა ნეაპოლური პრესა სულ უფრო ხშირად წერს. ბოლო დროს ამ საკითხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

Il Mattino-ს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი კვარასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ჩქარობს. თუ, ადრე პრეზიდენტი საკითხს დინჯად უდგებოდა, ამჟამად ის სასწრაფო ზომების მიღებას გეგმავს.

„რაც დრო გადის, კვარაცხელია გუნდის დინამიკაში და სათამაშო როლში სულ უფრო ცენტრალური ფიგურა ხდება. გუნდში მის დონეს ხვდებიან და ამის დაფასებას სრულად გეგმავენ. რამდენიმე კვირის წინ, ხვიჩას აგენტები დე ლაურენტისის კარზე აკაკუნებდნენ, ახლა ვითარება შეიცვალა და პრეზიდენტი ფეხბურთელის გარემოცვასთან დაკავშირებას თავად ლამობს.

დე ლაურენტისს კვარას დაბევება სურს, რომ სამომავლოდ გუნდი მის ირგვლივ ააშენოს.

მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის აპრილამდე შეხვედრა ჩაინიშნება. სიტუაცია სრულად შეფასდება და ამის შემდეგ, ახალ ხელშეკრულებას იმსჯელებენ. ქართველი ფეხბურთელი წლიურად 1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს იღებს, რაც სხვა კლუბებისთვის ხელსაყრელი სიტუაციაა და მის გადაბირებას ცდილობენ.

ამჟამინდელი ხელშეკრულება ძალაში 2027 წლამდეა. ნაპოლის კვარაცხელიასთან ახალი 2-წლიანი კონტრაქტის შეთავაზება და ანაზღაურების 4-ჯერ გაზრდა სურს.

ხვიჩა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და ნაპოლი გეგმავს, რომ მისი ფასეულობა აღიაროს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ვიქტორ ოსიმენის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. როგორც ჩანს, დე ლაურენტისს კვარაცხელიას შენარჩუნება სურს. ან ოსიმენის მსგავსად მსუყედ გასხვისება და ეს კონტრაქტის განახლების გარეშე ვერ მოხერხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს სამწუხაროა, დემჩენკოს ვესაუბრე - არჩილ ბერიძის განცხადება
ეს სამწუხაროა, დემჩენკოს ვესაუბრე - არჩილ ბერიძის განცხადება