ხვიჩა კვარაცხელია, სტეფანო იმპალომენი
Aa
Aa

„შეუძლებელია კვარას ასეთი უნარებით ასე ცოტა გოლი გაჰქონდეს...“

„რომასა“ და „პარმას“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი სპორტული ჟურნალისტი სტეფანო იმპალომენი სერია A-ს მიმდინარე სეზონზე საუბრობს და ხვიჩა კვარაცხელიას თემასაც ეხება.

„ლეაო, თუ კვარაცხელია? ორივე მათგანს ჰქონდა პრობლემები, თუმცა განსხვავებული ტიპის. პორტუგალიელმა ბოლო დროს თავი უკეთ წარმოაჩინა, ვიდრე ქართველმა.

ხვიჩას ბოლო რამდენიმე შეხვედრაში წინსვლა აქვს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ის დრიბლინგისას ძალიან ჯიუტია. კვარა ხანდახან დრიბლინგისას ზედმეტად ჯიუტდება, ალბათ იმიტომ, რომ არც ისე ჭკვიანი მოთამაშეა. მას უფრო მეტად კონკრეტულობა და სიზუსტე აკლია.

ლეაო უფრო ჩვეულებრივია, მისი დრიბლინგი უფრო პერიოდულია, მაგრამ დრიბლინგებს ასრულებს ხოლმე, რომლის მსგავსსაც სერია A-ში ვერავინ აკეთებს.

ხვიჩას წინსვლა, წინ ნახტომი სჭირდება. შეუძლებელია იმ ნიჭითა და უნარებით, რაც მაქვს აქვს, ასე ცოტა გოლი გაჰქონდეს“.

- განაცხადა იმპალომენიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 29 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდული ტრანსფერი იქნება | ვალენსიამ მამარდაშვილის ფასი გაზარდა
რეკორდული ტრანსფერი იქნება | ვალენსიამ მამარდაშვილის ფასი გაზარდა