ტყემალაძის მოგება - საქართველო დევისის თასზე ლიეტუვასთან გამარჯვებისთვის იბრძვის
Aa Aa
3 თებერვალი 2024  |  21:28

ტყემალაძის მოგება - საქართველო დევისის თასზე ლიეტუვასთან გამარჯვებისთვის იბრძვის

დევისის თასის მსოფლიოს პირველი ჯგუფის ფლეი-ოფში საქართველოს მეტოქე ლიეტუვაა. საჩოგბურთო დაპირისპირებას ვილნიუსი მასპინძლობს. პირველი დღის შემდეგ ანგარიშია 1:1.

პირველ შეხვედრაში საბა ფურცელაძის მეტოქე ვილის გაუბასი იყო, ქართველმა სამ სეტში 6:3, 1:6, 7:5 გაიმარჯვა. მეორე საჩოგბურთო დაპირისპირებაში ზურაბ ტყემალაძე რიკარდას ბერანკისთან ოს სეტში 2:6, 2:6 დამარცხდა.

ხვალ, 4 თებერვალს წყვილთა შორის საქართველოს ღირსებას ალექსანდრე ბაკში და ალექსანდრე მეტრეველი დაიცავენ. რაც შეეხება ერთეულთა შეხვედრებს, ფურცელაძის მეტოქე ბერანკისია, ტყემალაძის - გაუბასი.

თუ საქართველო ლიეტუვას დაამარცხებს, დევისის თასის მსოფლიოს პირველ ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებს, მარცხის შემთხვევაში ქართველ ჩოგბურთელებს მეორე ჯგუფში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები