რატომ არ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი მოურინიომ და კონტემ?
Aa
Aa

რატომ არ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი მოურინიომ და კონტემ?

პრემიერლიგის მე-11 ტურში "ჩელსიმ" "მანჩესტერს" უმასპინძლა და ალვარო მორატას გოლით 1-0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ანტონიო კონტემ და ჟოზე მოურინიომ ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ჟოზემ პრესასთან ისაუბრა. "შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლონდონელთა სამწვრთნელო შტაბთან მივედი და ასისტენტებს ხელი ჩამოვართვი. კონტეს კი ვერა, რადგან ის გასახდელში გაიქცა და მას ვერ დავეწეოდი. მარცხის გამო რა თქმა უნდა, შეწუხებული ვართ, თუმცა ჩვენზე მეტად შეწუხებული პრემიერლიგის კიდევ 18 გუნდია, რადგან ისინი ჩვენს უკან იმყოფებიან. "სიტისთან" ჩამორჩენა 8 ქულაა, თუმცა ეს ისეთი რვა ქულა არ გახლავთ, როგორიც შეიძლება ბუნდესლიგაში, ლა ლიგაში ან რომელიმე სხვა ჩემპიონატში შეიძლება იყოს. ტრავმირებული მოთამაშეები დაგვიბრუნდებიან და მომდევნო თვეებში უკეთესად თამაში გვმართებს".

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ წაგების შემდეგ, "სიტის" 8 ქულით ჩამორჩა, ხოლო "ტოტენჰემი" მათ გაუთანაბრდა და ცხრილში 2-3 ადგილებს იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები