იურგენ კლოპი
Aa
Aa

ენერგია აღარ მაქვს, მუდმივი მუშაობა არ შემიძლია - კლოპი ლივერპულიდან მიდის

იურგენ კლოპი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულის’’ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. 56 წლის სპეციალისტმა „ლივერპულის’’ Twitter-ით კლუბის ქომაგებს მიმართა და აღნიშნული ინფორმაცია აცნობა. კლოპმა კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

იურგენ კლოპი: „ეს ბევრისთვის შოკისმომგვრელია, მაგრამ შემიძლია აგიხსნათ. ამ კლუბთან დაკავშირებით ყველაფერი მიყვარს: ქალაქი, ქომაგები, გუნდი, კლუბის პერსონალი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც წასვლა გადავწყვიტე, რაც ნათელს ხდის, რომ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ენერგია აღარ მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მუდმივი მუშაობა არ შემიძლია. ამ წლებში ამ კლუბისადმი პატივისცემა და სიყვარული გაიზრდა. მხოლოდ სიმართლესთან ვარ ვალში".

გერმანელი სპეციალისტი „ლივერპულს’’ 2015 წლის 8 ოქტომბრიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, უეფას სუპერ თასი და ინგლისის ასოციაციის სუპერთას მოიგეს.

კლოპის ხელმძღვანელობით „ლივერპულმა'' 466 მატჩი გამართა: 283 მოგება, 105 ფრე და 78 მარცხი.

„ლივერპულის'' გარდა „მაინცისა'' (2001-08) და „დორტმუნდის'' (2008-15) მთავარი მწვრთნელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები