Marca: კონტე და აბრამოვიჩი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან
მადრიდული Marca-ს მტკიცებით, ლონდონის "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩსა და გუნდის დამრიგებელ ანტონიო კონტეს შორის ურთიერთობა დაიძაბა და მათ ერთმანეთთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტეს.
მას შემდეგ რაც სტემფორდ ბრიჯის ბინადრებმა პრემიერლიგაში მნიშნველოვანი ქულები დაკარგეს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე რომასთან განადგურდნენ იტალიელი სპეციალისტის გადაყენების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
ესპანური გამოცემის მტკიცებით, აბრამოვიჩმა იტალიელი სპეციალისტის დათხოვნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში კონტეს თაოსნობით კლუბმა პრემიერლიგა მოიგო, უკვე ყველა ინგლისური გაზეთი წერს, რომ ის ლონდონს ყველაზე გვიან ზაფხულში დატოვებს.