ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„ბიჭებს ვანახე, რომ სხვაგვარად თამაშიც შეუძლიათ“ - მაცარი ახალ ტაქტიკაზე

ვალტერ მაცარიმ „ფიორენტინასთან“ სუპერ თასის ნახევარფინალში გამარჯვების (3:0) შემდეგ, პრესასთან ახალ ტაქტიკურ მონახაზზე ისაუბრა.

„კარგია, რომ ბიჭებმა 4-3-3-ით თამაში კარგად ისწავლეს. ადვილი არ არის ახლაც მსგავსად ითამაშო, როცა 6-7 გადამწყვეტი მოთამაშე გვაკლია. დღეს მე ძალიან ცოტა ფეხბურთელი მყავდა იმათგან, რომლებმაც გასულ სეზონში სპალეტის ხელმძღვანელობით ითამაშეს.

მე მომიწია ცვლილება, რათა ბიჭებს გაეგოთ, რომ მათ სხვაგვარად თამაშიც შეუძლიათ. 4-3-3-ზე დაბრუნება პრობლემა არ იქნება. ეს ჩვენ გამოგვადგება, რადგან კიდევ უფრო არაპროგნოზირებადები გავხდებით.

შარშან ნაპოლის თამაშს ვსწავლობდი და ამან აღმაფრთოვანა. ყველა მატჩს ვუყურე და მომეწონა. 4-3-3-ით კარიერის განმავლობაში მეც მითამაშია. იმისათვის, რომ ისე ითამაშო, როგორც შარშან, საამისოდ შესაბამისი ფეხბურთელები გვჭირდება. საჭიროა კიმი, რომ დაცვა ასე მაღლა აწეული შევინარჩუნოთ.

ახლა გუნდს უჭირს და მე ორთვიანი მუშაობის შემდეგ, ბიჭებისთვის იმ ტაქტიკის შეთავაზება მიწევს, რაც ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ობიექტურია. თუ შევძლებ, 4-3-3-ს დავუბრუნდები“.

- განაცხადა მაცარიმ.

შეგახსენებთ, რომ ფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „ინტერი“ ან „ლაციო“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე დაბალი - რა შეფასება მიიღო კვარამ ფიორენტინასთან მატჩში
ყველაზე დაბალი - რა შეფასება მიიღო კვარამ ფიორენტინასთან მატჩში