არსენალი, პსჟ, მიკელ არტეტა
Aa
Aa

“აქ ისტორიის შესაქმნელად ვართ“ - არტეტა პსჟ-სთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში არსენალი პარი სენ ჟერმენს ესტუმრება.

თამაშის წინ, მეთოფეების მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

არტეტა:

„ჩვენ აქ ისტორიის შესაქმნელად ვართ. ფინალში გასვლამდე ერთი გამარჯვება გვაშორებს. პირველმა შედეგმა კარგად დაგვნახა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ხვალ. ჩვენ ვიცით რა შეგვიძლია. ტიტულების მოგება სწორ მომენტში სწორ ადგილზე ყოფნას ნიშნავს.

კარგი ამბავია, რომ პარტეი დაბრუნდა. მასთან ერთად გაცილებით მშვიდად ვთამაშობთ. სამწუხაროდ, ყოველთვის იმ აღიარებას ვერ იღებს, რასაც იმსახურებს. თუ გავიმარჯვებთ, ეს ჩვენს ისტორიაში დაუვიწყარი ღამე იქნება.

აუცილებელია, რომ მათზე უკეთესები ვიყოთ. ტიმბერი? ხვალ გადავწყვეტ ითამაშებს, თუ არა. კალაფიორიმ ივარჯიშა და მზად არის. რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება და მარტივად ვერაფერს მივიღებთ. თავდაუზოგავი შრომა გვმართებს.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ლონდონში გაიმართა და პარი სენ ჟერმენმა უსმან დემბელეს გოლის წყალობით 1:0 მოიგო. საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა. პარი სენ ჟერმენის და არსენალის განმეორებითი მატჩი 7 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები