ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

სეზონში მეხუთედ | იეგოიანი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ნიდერლანდების ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა (Keuken Kampioen Divisie) იეგოიანი ტურის სიმბოლურ გუნდში ამ სეზონში მეხუთედ შეიყვანა.

37-ე ტურში „ტოპ ოსსისა’’ და „ვიტესის’’ შეხვედრა 2:2 დასრულდა, იეგოიანს ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, თუმცა აქტიური იყო და ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. 21 წლის ქართველ შემტევს გოლის გატანის ორი შანსი ჰქონდა, ერთხელ მეკარემ აუღო, მეორედ არაზუსტად დაარტყა. გარდა ამისა, პირველ ტაიმში ქუსლით ეფექტურად ითამაშა, თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა.

ირაკლი იეგოიანი პროფესიულ დონეზე სადებიუტო სეზონს ატარებს, არნემის „ვიტესში’’ ყველა ტურნირის ჩათვლით 36 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სტაბილურად შედეგიანია. ბოლო პერიოდი რომ მიმოვიხილოთ, 28-ე ტურში „მაასტრიხტს’’ შეუგდო, 29-ე ტურში - „ეინდჰოვენს’’, 35-ე ტურში „როდასთან’’ დუბლი შეასრულა, 36-ე ტურში „ოსსთან'' იმდენად კარგად ითამაშა, რომ ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგის დასრულებამდე 1 ტური რჩება. 9 მაისს, დასკვნით შეხვედრაში „ვიტესი'' „დენ ბოსხს'' მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იეგოიანი საუკეთესო ტალანტის ნომინაციაზე წარადგინეს | მიმდინარეობს გამოკითხვა
იეგოიანი საუკეთესო ტალანტის ნომინაციაზე წარადგინეს | მიმდინარეობს გამოკითხვა