ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

იეგოიანის კარგი მატჩი | ირაკლი აქტიური იყო და ორი კარგი მომენტი ჰქონდა

ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის, „ერსთე დივიზიეს“ 37-ე ტურში, ირაკლი იეგოიანის „ვიტესი“ სტუმრად „ოსს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

იეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანის რამდენიმე მომენტი ჰქონდა. 37-ე წუთზე, ირაკლიმ მეტოქის საჯარიმოდან დაარტყა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. 88-ე წუთზე, იეგოიანი გოლკიპერთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

მომენტების გარდა, ირაკლიმ 33-დან 31 ზუსტი გადაცემა შეასრულა, 3 საკვანძო პასი ჰქონდა და ბურთს 59-ჯერ შეეხო. 15 ორთაბრძოლიდან, იეგოიანმა 9 მოიგო და 6-დან 3 წარმატებული დრიბლინგი მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მოქმედება არ ჰქონია, Sofascore-მა მისი თამაში მაინც 7.8 ქულით შეაფასა. 

ცნობისთვის, „ვიტესს“ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. არნემელები მომდევნო შეხვედრას 9 მაისს გამართავენ და „დენ ბოსხს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აჩვენა, ჯორჯ ბესტს რატომ ადარებენ“ | Standard-ის სტატია კვარაცხელიაზე
„აჩვენა, ჯორჯ ბესტს რატომ ადარებენ“ | Standard-ის სტატია კვარაცხელიაზე