ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
Aa
Aa

რეალს სურს, ტრენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე გაიფორმოს

მადრიდის „რეალმა“ „ლივერპულს“ სთხოვა, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი უფრო ადრე გაუშვას, რადგან მისი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე გაფორმება მოასწროს. ამის შესახებ Sky Sport-ი წერს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 26 წლის ინგლისელი მცველი „წითლებს“ სეზონის ბოლოს დატოვებს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

საკლუბო ჩემპიონატის გამო, ამ სეზონში დამატებითი სატრანსფერო ფანჯარა იქნება, რომელიც პირველ ივნისს გაიხსნება და 10 ივნისს დაიხურება.

„რეალს“ სურს, რომ „ლივერპულმა“ ტრენტთან კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტოს. ამ შემთხვევაში ის ტურნირზე „რეალის“ შემადგენლობაში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი „წითლებში“ 2016 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ტრენტმა 42 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ - არსენალი | იქნება თუ არა კვარაცხელია სასტარტოში
პსჟ - არსენალი | იქნება თუ არა კვარაცხელია სასტარტოში