ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
Aa
Aa

„მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა“ | ტრენტი ლივერპულს ემშვიდობება

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულს“ ტოვებს. „წითლებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომლითაც დაადასტურეს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ინგლისელი მცველი „ენფილდიდან“ წავა და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა და არჩევანის გასაკეთებლად ემოციების გაღება და ბევრი ფიქრი დამჭირდა. 20 წელიწადია, ლივერპულში ვიმყოფები და თითოეული წამით უდიდესი სიამოვნება მივიღე. ყველა ოცნებას მივაღწიე და გავაკეთე ყველაფერი, რაც მინდოდა.

20 წლის განმავლობაში, ყოველდღე მაქსიმუმს ვიღებდი და მივადექი ეტაპს, როდესაც, როგორც ადამიანს, ისე ფეხბურთელს ცვლილება და ახალი გამოწვევა მჭირდება. ვფიქრობ, ახლა სწორი დროა, ამის გასაკეთებლად.

უამრავი რაღაცის თქმა მინდა. პირველ რიგში, მადლობა! პირველივე წუთიდან ჩემთან იყავით და მხარს მიჭერდით. თქვენს თანადგომასა და სიყვარულს ვგრძნობდი და ყველაფერი, რაც გააკეთეთ, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ლივერპულში გატარებული თითოეული წუთი მიყვარდა და იმედია, დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთე.

ვიმედოვნებ, თამაშების მოგებას გავაგრძელებთ და ჩემ გარშემო ატეხილი ხმაური არ დაჩრდილავს იმას, რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ. საოცარი სეზონი იყო. იმედი მაქვს, ჩემს სიახლეზე დიდხანს არ შეჩერდებით და ბიჭების წარმატებას იზეიმებთ“, - ამბობს ტრენტი.

ცნობილი, სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს მიხედვით, ალექსანდერ-არნოლდი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და ტრენტი ხელშეკრულებას ზაფხულში გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეტევაშიცაა და დაცვაშიც, იდეალური თანაგუნდელია“ | ლიზარაზუ კვარას ისევ აქებს
„შეტევაშიცაა და დაცვაშიც, იდეალური თანაგუნდელია“ | ლიზარაზუ კვარას ისევ აქებს