ცუდი ამბავი იტალიისთვის - იმობილე შესაძლოა
Aa
Aa

ცუდი ამბავი იტალიისთვის - იმობილე შესაძლოა "სკუადრა აძურასაც" გამოაკლდეს

ჩირო იმობილემ სერია A-ს გასულ ტურში "ბენევენტოსთან" გოლი და 3 საგოლე პასი ჩაიწერა, თუმცა მატჩის ბოლოს დაზიანება მიიღო.

"ლაციალეს" ლიდერმა ბარძაყის არეში ტკივილი იგრძნო, რომლის გამოც იგი ხვალ "ნიცასთან" და კვირას "უდინეზესთან" გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

არის იმის შანსიც, რომ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი იმობილე იტალიის ნაკრებსაც გამოაკლდეს და შვედეთთან უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ ითამაშოს.

ჩირო იმობილეს მიმდინარე სეზონში 17 გოლი მოუგროვდა, მათგან 14 მან სერია A-ში შეაგდო და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები