გიგზი, ანჩელოტი თუ დაიში? - ვინ ჩაიბარებს
Aa
Aa

გიგზი, ანჩელოტი თუ დაიში? - ვინ ჩაიბარებს "ევერტონს"?

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 კანდიდატურა - კარლო ანჩელოტი, რაიან გიგზი და შონ დაიში განიხილება.

გიგზმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ევერტონის“ ჩაბარებაზე უარს არ იტყოდა და ამ გამოწვევას სიამოვნებით მიიღებდა.

ანჩელოტის პოზიცია უცნობია, თუმცა აქტიურად იწერება, რომ იგი მოლაპარაკებებს ჩინურ „გვანჯოუ ევერგრანდთან“ აწარმოებს.

რაც შეეხება დაიშს, იგი ამჟამად „ბარნლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს და თუკი „კანფეტებს“ მისი დანიშვნა უნდათ, „ბარნლისთვის“ გარკვეული კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაახლოებით 1 კვირის წინ რონალდ კუმანი გაათავისუფლეს.

ლივერპულელებს ამჟამად მათი 23 წლამდელთა გუნდის თავკაცი დევიდ ანსვორთი ავარჯიშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები